რატომ ფრაიმალოფთი?
ფრაიმალოფთის დამათბობელი გარდა იმისა, რომ სრულად მოიცავს ბუმბულის ღირსშესანიშნავ თვისებებს, აგრეთვე ერთი ნაბიჯით წინ არის სველ ამინდში დაცულობის თვასაზრისით.
ძლიერი წვიმის დროსაც კი, მისი ბოჭკოები არ ატარებს წყალს და ინარჩუნებს სიმშრალეს.
ბუმბულისგან განსხვავებით ამ ქსოვილს გააჩნია მილიონობით საჰაერო უჯრა, რისი მეშვეობითაც დასველების შემთხვევაში იგი ინარჩუნებს თქვენი სხეულის სითბოს.
ფრაიმალოფთის დამათბობელი წრმოუდგენლად მსუბუქია. იგი იძლევა საშუალებას შეფუთოთ თქვენი ტანსაცმელი ძალზედ კომპაქტურად. მის შესანახად საკმარისია საკმაოდ მცირე ზომის ადგილი.
ეს ქსოვილი ძალიან მსუნთქავია. გაოფლიანების შემთხვევაში მისი დატენიანება არ ხდება, რაც თავის მხრივ შესანიშნავად გიცავთ გაციებისგან.
ფრაიმალოფთის სითბოსა და წონის შეფარდება შთამბეჭდავია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ინარჩუნებთ სხეულის სითბოს მაშინაც კი, როცა არ გაცვიათ ზედმეტად მძიმე ქურთუკი.
PrimaLoft Gold Insulation Eco დამზადებულია 55% გადამუშავებული მასალისგან. მას აქვს წარმოუდგენელი 98% თერმული ეფექტურობა.
იმის გამო, რომ ის ეკოლოგიურად სუფთაა, PATAGONIA ირჩევს სწორედ ამ ტიპის ქსოვილს ყველა მის პროდუქტში, რომელიც ადრე მზადდებოდა ჩვეულებრივი PrimaLoft Gold-ით.